გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 1 330 მეტრია.
გეგმის მიხედვით, ტრანსპორტის სავალი ნაწილთან ერთად მოეწყობა სანიაღვრეები, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
სამუშაოების ღირებულება 851 670 ლარია.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, ახალდაბაში უკვე დასრულდა შიდა საუბნო გზის 831 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. მოეწყო ტრანსპორტის სავალი ნაწილი, სანიაღვრე სისტემა, მიერთებები და ეზოებში შესასვლელები. პროექტის ღირებულებამ 409 890 ლარი შეადგინა.