საზოგადოება
30.03.2023 11:47
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა
30 მარტი ექიმების საერთაშორისო დღეა. თარიღი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც აღინიშნება.

ექიმების პროფესიული დღე 1971 წლიდან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო სამედიცინო ჰუმანიტარული ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე“ ინიციატივით აღინიშნება, პროფესიული დღის ოფიციალურად გამოცხადების დოკუმენტს კი, 1990-იანი წლების დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოაწერა ხელი.

ექიმის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე ძველია პლანეტაზე. ექიმობა რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოა, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად დადასტურდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში.
კვირის ამბები