30.03.2023 11:19
გორელმა სპორტსმენებმა თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 17 წლამდელებს შორის 9 მედალი მოიპოვეს
თავისუფალი სტილით მოჭიდავე გორელმა სპორტსმენებმა, ოზურგეთში თავისუფალ ჭიდაობაში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 17 წლამდელთა შორის, 3 ოქროს, 4 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
გიორგი მაისურაძე, ზურაბ აბალაკი და კონსტანტინე პეტრიაშვილი ჩემპიონატის გამარჯვებულები და ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. რაც შეეხება ვერცხლის მედალს, მისი მოპოვება გიორგი წურიაშვილმა, ზურაბ კეკელიშვილმა, ლუკა ტატიაშვილმა და დაჩი პაპინაშვილმა შეძლეს.
მედლის გარეშე არ დარჩენილან დავით ბეგიაშვილი და რომა მომცემლიძეც, სპორტსმენები ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოპოვებული შედეგის მიხედვით, ქვეყნის ჩემპიონატი გუნდურ ჩათვლაში გორელთა გუნდური გამარჯვებით დასრულდა.
ცნობისთვის შეჯიბრებას 28-29 მარტს, ოზურგეთის სპორტულმა დარბაზმა უმასპინძლა.