საზოგადოება
29.03.2023 15:52
დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო ახალ პროექტზე მუშაობს
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოსთან ერთად, ახალ პროექტზე მუშაობს.

საპილოტე პროექტის ფარგლებში, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით, ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგია შეიქმნება.

უწყების ინფორმაციით, ორსულებისთვის და ახალბედა მშობლებისთვის მომზადდება სპეციალური სახელმძღვანელო, რომელიც დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას და მშობელთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
„ორსულთა მეთვალყურეობის პროგრამის ფარგლებში, სპეციალური სახელმძღვანელოს დანერგვა ბავშვთა უწყვეტი მოვლის ხარისხის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები