13 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 60 წელს გადაცილებული მამაკაცი დააკავეს
შიდა ქართლის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში, არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 60 წელს გადაცილებული მამაკაცია.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი სექსუალური ხასიათის ქმედებას ახორციელებდა არასრულწლოვან გოგონასთან.
მეზობლების ინფორმაციით, ბრალდებული დაზარალებული მოზარდის მამის მეგობარია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით.