გორის კულტურის ცენტრში კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილების ორგანიზებით დაგეგმილი კონკურსები დაიწყო. ღონისძიებები ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ტარდება და არაერთ აქტივობას მოიცავს.
ამ ეტაპზე, მხატვრული კითხვის შესარჩევი ტური სამ ასაკობრივ ჯგუფში უკვე გაიმართა.
კონკურსში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 100-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, ხოლო ფინალური ტური 3 აპრილს ჩატარდება.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია კალიგრაფიის კონკურსის ნამუშევრების გამოფენა-კონკურსიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში