„STEM პროექტების მოდელირება და კონსტრუირება“ - ეს გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფინანსებული ერთ-ერთი საგანმანათლებლო პროექტის სახელწოდებაა. პროექტის ბენეფიციარები გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის სკოლის მოსწავლეები არიან.
პროექტის ფარგლებში STEM კლუბის წევრები შეიძენენ ახალ უნარებს, რაც სხვადასხვა ალგორითმების მქონე მანქანების შექმნასა და მართვას უკავშირდება.საკუთარი იდეებისა და ინტერესების შესაბამისად შექმნიან ტექნოლოგიურ პროტოტიპებს პროექტი დაეხმარება და ხელს შეუწყობს მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის უნარის განვითარებაში, სწორი პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაში შრომის ბაზარის მოთხოვნების გათვალისწინებით.
ცნობისთვის, პროექტი გორის მუნიციპალიტეტის „განთლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) სფეროების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება არაფორნალური განათლების საშუალებით.