საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწავლო სატრენინგო ცენტრი, პარამედიკოსთა მომზადების უფასო კურსზე მიღებას აცხადებს.
პროგრამით სარგებლობა შეუძლია ყველას, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სამედიცინო უნივერსიტეტი (ფაკულტეტები: მედიცინის, სამკურნალო, პედიატრია).
სასწავლო კურსი 4 თვიანია და თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს მოიცავს.
„პარამედიკოსები გადაუდებელ სამედიცინო შემთხვევებზე რეაგირებისთვის მომზადების სპეციალური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფილიალებში მინიმუმ 3 წლის ვადით დასაქმდებიან. პარამედიკოსის სახელფასო ანაზღაურება 24 საათში 249 ლარის, თვეში - 1989 ლარს ( 8 მორიგეობა) შეადგენს“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამაში ჩართვის მსურველები განაცხადის შესავსებად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის კანცელარიაში უნდა გამოცხადდნენ მისამართზე: წერეთლის N121; ან დარეკონ ნომერზე: 591 123 123