საზოგადოება
29.03.2023 11:55
„დებატების ჩემპიონატი“ დასრულდა - გამარჯვებული გოგონები ევროპაში გაემგზავრებიან
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებული პროექტი „დებატების ჩემპიონატი“ დასრულდა.

„დებატების ჩემპიონატში“ 14-დან 25-წლამდე ასაკის 60-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა და გამარჯვებული წყვილიც გამოვლინდა: მარიამ ფალელაშვილი და ელენე ტერტერაშვილი ევროპაში, ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრებიან.
ღონისძიების ორგანიზატორთა თქმით, პროექტი მიზნად ისახავდა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ანალიტიკური, კრიტიკული და საკომუნიკაციო უნარების განვითარებას და დებატის კულტურაში დახელოვნებას.

შეგახსენებთ, „დებატების ჩემპიონატი“ ორგანიზაცია „გორის ახალგაზრდულმა ცენტრმა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განახორციელა.
კვირის ამბები