სპორტი
28.03.2023 15:08
ხელბურთელ გოგონათა გუნდმა ზედიზედ ორი გამარჯვება მოიპოვა
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის ხელბურთელ გოგონათა გუნდმა, ახალი მწვრთნელის - თორნიკე გაგლოშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩები გამართა და მოგებითაც დაასრულა.
გორელებმა „თელავი“ 26:19 დაამარცხეს, ხოლო „მართვეს“ 20:16 სძლიეს.
თელავთან მატჩში გუნდიდან - 15 ბურთი ნატალია გაზაშვილის ანგარიშზეა, 5 - თეკლა ჯანეზაშვილის, 2-2 ნატალი ბიწაძის და ანა ბურნაძის, ხოლო თითოჯერ მეტოქის კარი ნინი ხეჩიკაშვილმა და ანა საღირაშვილმა აიღეს.
რაც შეეხება „მართვესთან“ პაექრობას, ნატალი გაზაშვილმა 13 გოლი გაიტანა, მარიამ ერისთავმა - 4, ირინოლა ელბაქიძემ - 2 და ნატალი ბიწაძემ - 1.
კვირის ამბები