სპორტი
28.03.2023 12:07
სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში, ფრენბურთის ფინალში გოგონებში გორის III და ვაჟებში კასპის II საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა

სასკოლო ოლიმპიადის რეგიონული ეტაპი ფრენბურთში გორის სასპორტო სკოლამ უმასპინძლა.

შეჯიბრებაში შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალურ პირველობებზე გამარჯვებული სკოლის გუნდები მონაწილეობდნენ (გოგონები და ვაჟები).

ფინალში გოგონებს შორის ერთმანეთს გორის III და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ და გამარჯვება გორის III საჯარო სკოლამ მოიპოვა.

ვაჟებს შორის კი პირველი ადგილი კასპის II საჯარო სკოლამ დაიკავა და ფინალში ხაშურის III საჯარო სკოლის გუნდი დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში შეხვედრები გორის მერიის სპორტის განყოფილების ორგანიზებით ხორციელდება.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულ ტურში გამარჯვებული გუნდები კი ზონალურ ტურში იასპარეზებენ.

1-ელ აპრილს რეგიონული პირველობა ხელბურთსა და გეზრბენში ჩატარდება, შეჯიბრს გორი უმასპინძლებს.

კვირის ამბები