ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართულ კრისტიან პოლუსალოს მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ახალგაზრდებს შორის ჭიდაობის კლუბ ,,ჩემპიონის“ სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და 3 ოქროსა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ტურნირი ოქროს მედლით დაასრულეს ანა გოდელაშვილმა, ლაშა გოგშელიძემ და თორნიკე თულაშვილმა.
დავით გოგშელიძე, ივანე გოგშელიძე და ლუკა ქანაშვილი კი, ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ. ცნობისთვის, კრისტიან პოლუსალოს მემორიალური ტურნირი 26 მარტს ჩატარდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება