საზოგადოება
31.01.2020 14:49
როგორი ამინდია მოსალოდნელი გორში

უახლოესი დღეების განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

დღეს, მთელი დღის განმავლობაში, შენარჩუნდება ღრუბლიანობა მცირე ნალექით. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დღის მეორე ნახევარში დაიკლებს და მხოლოდ +1, +2 გრადუსი დაფიქსირდება.

დაბალი ტემპერატურა და ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი ხვალ მთელი დღის განმავლობაში. 13 საათამდე ჰაერის ტემპერატურა 0-დან +2 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ასევე, ნავარაუდევია ნალექი მცირე თოვლის სახით. დღის მეორე ნახევარში კი, 14 საათიდან, ღრუბლიანობას ნაწილობრივ მზიანი ამინდი შეცვლის და ტემპერატურაც +5 გრადუსამდე მოიმატებს.

მკვეთრად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა 7 თებერვლიდან და სამი დღის განმავლობაში 7, 8, 9 თებერვალს, დღისით 0, +4 გრადუსამდე, ღამით კი, -2, -6 გრადუსია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების ცნობით, აღნიშნული სამი დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაძლიერდება ქარიც  10-11 მ/წ. და მოსალოდნელია ნალექიც თოვლის სახით.

კვირის ამბები