საზოგადოება
28.03.2023 11:51
გორში გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

გორის ქუჩებში გზების დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

შესაბამის სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის პირობით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახორციელებს.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გზის დაზიანებული საფარის აღდგენითი სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ასევე სოფლებში ეტაპობრივად განხორციელდება.

კვირის ამბები