გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები მსოფლიოს 60 გამარჯვებულ ეკოსკოლას შორის მოხვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის 3 საჯარო სკოლა - გორის მე-10, ტინისხიდის და ხურვალეთის სკოლები მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულთა შორის მოხვდნენ.
საერთაშორისო ორგანიზაცია - გარემოსდაცვითი განათლების ფონდმა (FEE), საგანმანათლებლო გრანტების კონკურსის - წრიული ეკონომიკის პროექტებისთვის გამარჯვებულ მსოფლიოს 60 ეკოსკოლას შორის, გორის მუნიციპალიტეტის სკოლებიც დაასახელა.
ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონკურსში მთელი მსოფლიოდან 100-ზე მეტი განაცხადი შევიდა და მათგან საუკეთესო სამოცი შეირჩა. გამარჯვებულ პროექტებს შორის ყველაზე მეტი - 19 პროექტი საქართველოდანაა.