საზოგადოება
27.03.2023 15:43
ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად დასახელდა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად დასახელდა. დამსახურებულ პედაგოგს, ჯილდო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა გადასცა.
„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიურ კონფერენცია-გამოფენაზე გამოვლინდნენ. ღონისძიებას, საქართველოს რეგიონებიდან, სამოქალაქო განათლების 200-მდე მასწავლებელი ესწრებოდა.
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენა იმართება USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ორგანიზაცია PH International-ის მიერ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
კვირის ამბები