დღეს, 27 მარტს, გორის საკალათბურთო გუნდი „ივერიონი“ გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის საკალთბურთო გუნდს „გთუნის“ დაუპირისპირდება.
შეხვედრა გორის სპორტის სასახლეში გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
„მეგობრებო, ერთი თხოვნა მექნება, ორშაბათს, 18:00 სთ-ზე, გორის სპორტის სასახლეში ერთად ვუგულშემატკივროთ გორის „ივერიონს“. გარდა იმისა, რომ დიდ სიამოვნებას მიიღებთ, ჩვენ ბიჭებსაც ჭირდებათ გორელების (არა მარტო) მხარდაჭერა“, - წერს სოციალურ ქსელში გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი.
შეგახსენებთ, გუნდი „ივერიონი“ 2 წლის წინ შიდა ქართლის კალათბურთის რეგიონული ფედერაციის ინიციატივით, კერძოდ მისი ვიცე-პრეზიდენტის ილია ჯოლბორდის მონდომებითა და აქტიურობით დაარსდა. რეგიონის კალათბურთის მესვეურებს გვერდში დაუდგნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - გორის მუნიციპალიტეტის მერია და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.