საზოგადოება
27.03.2023 11:47
გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ნალექი წვიმის და თოვლჭყაპის სახით - გაეცანით ამინდის დეტალურ პროგნოზს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოესი დღეების განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში არასტაბილური ამინდი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

27 მარტს, გორში, 19 საათამდე ნავარაუდევია ღრუბლიანობა და ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +12 გრადუსს მიაღწევს.

უნალექო ამინდი და +20 გრადუსია მოსალოდნელი გორში 28 მარტს.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, +19 გრადუსი, ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი მუნიციპალიტეტში 29 მარტს.

დღისით +7, ღამის საათებში კი +2 გრადუსი და ნალექია (წვიმის და თოვლჭყაპის სახით)  ნავარაუდევი გორში 30 მარტს, პარალელურად, მოსალოდნელია ქარი 12 მ/წ-მდე.

მხოლოდ +5, ღრუბლიანობა და ნალექია (წვიმის და თოვლჭყაპის სახით) ნავარაუდევი გორში 31 მარტს მთელი დღის განმავლობაში.  

1-ლიდან 4 აპრილამდე კი, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი, თუმცა, ღამის საათებში მოსალოდნელია ტემპერატურის 0, -1 გრადუსამდე დაცემა.

კვირის ამბები