თეატრის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატულ თეატრი და იუნესკოს თეტრების საერთაშორისო ინსტიტუტი, საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს „თეატრი + ვიდეო“ წარმოადგენს.
ფესტივალი 4 დღეს გაგრძელდება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თეატრების მუზეუმების პირველი შეკრება და პროფესიული პლატფორმის შექმნა, ასევე მოეწყობა მიზნობრივი პრეზენტაციები და ვიდეო ჩვენებები.
„27, 28 და 29 მარტს, ფესტივალის სამუშაო დღეებს გ. ერისთავის სახელობის თეატრი ორი სპექტაკლის საპრემიერო ჩვენებით დახურავს.
27 მარტს ნაჩვენები იქნება ნიკოლოზ ჰაინე-შველიძეს წარმოდგენა - „მე მოვალ-სიზმარი“. ეს მონოსპექტაკლი გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენაა, რომელიც უპირველსად ჩაფიქრებულია, როგორც ერთგვარი გზამკვლევი მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის მეოცე საუკუნის უდიდესი ქართველი პოეტის რთულ და წინააღმდეგობით აღსავსე სამყაროში გასარკვევად. ინსცენირების ავტორი გიორგი ლობჟანიძეა“, - აცხადებენ გორის თეატრში.
თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის გადაწყვეტილებით, თეატრის საერთაშორისო დღე 1962 წლიდან აღინიშნება.