საზოგადოება
24.03.2023 15:39
გორის მერის ხელმძღვანელობით „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საბჭოს სხდომა გაიმართა

გორში სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს სხდომა გაიმართა.

2023 წელს განსახორციელებელი პროექტების საერთო ბიუჯეტის, პროგრამის ფარგლებში ადმინისტრაციული ერთეულების განსაზღვრის, დაფინანსების, განხორციელების ეტაპების, ინიციატივების წარდგენის ფორმების და ვადების შესახებ, საბჭოს წევრებმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი უძღვებოდა.

როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, საბჭოს მუშაობის მიზანი, პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განვითარებაა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით.

კვირის ამბები