გორის გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის, აგრეთვე კლუბების - „გოლდენ გორის“ და ,,გორიჯვარის“ სპორტსმენები თბილისის გრანდ სლემისთვის ემზადებიან.
შეჯიბრებაში 61 ქვეყნის 419 სპორტსმენი გოგონა და ვაჟი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრები შეჯიბრებაზე 40 სპორტსმენით გამოვა, საიდანაც 28 კაცი და 12 ქალი ძიუდოისტია. ნაკრების შემადგენლობაში ვიხილავთ: თემურ ნოზაძეს, ვაჟა მარგველაშვილს, ლაშა ნადირაძეს, ლაშა შავდათუაშვილს, გიორგი ტერაშვილს, ბექა ღვინიაშვილს, ლუკა მაისურაძეს, გელა ზაალიშვილს, მარი მახარაშვილს, ეთერ ასკილაშვილსა და რეგინა უთნელიშვილს. რომელთაგან დღეს ტატამზე გოგონებიდან 52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მარი მახარაშვილის, ხოლო ვაჟებიდამ 60 კგ წონით კატეგორიაში, თემურ ნოზაძის და 66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილისა და ლაშა ნადირაძის შეჯიბრებას ვიხილავთ. ცნობისთვის თბილისის გრანდ სლემი ახალაშენებულ სპორტის სასახლეში სამი დღის განმავლობაში, 24 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.