გორში, ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის - „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის“ პილოტირება დაიწყო.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, გორის მუნიციპალიტეტი, ქვეყნის მასშტაბით იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, სადაც აღნიშნული საპილოტე პროგრამა განხორციელდება.
„საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში: თბილისში, მარნეულსა და გორში ევროპის საბჭოს მეთოდოლოგიის, „გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმის“ პილოტირება დაიწყო. მეთოდოლოგია მუნიციპალიტეტებს დაეხმარება, უზრუნველყონ სამოქალაქო ჩართულობა სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავების დროს“, - აცხადებენ გორის მერიაში.