გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სვენეთში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის მიხედვით, სამუშაოები სააღმზრდელო დაწესებულების შენობის ნაწილში ხორციელდება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გამოიცვლება სახურავი, ფანჯრები, კარი, იატაკი. მოეწყობა გათბობის, სასმელი წყლის, კანალიზაციის და ელექტრო მომარაგების ახალი სისტემები.
„სვენეთის საბავშვო ბაღის შენობას, რომელიც დაახლოებით 5 ათეული წლის წინ შევიდა ექსპლუატაციაში, მსგავსი სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღემდე არ ჩასტარებია“, - აცხადებენ მერიაში.
ამ ეტაპზე, საბავშვო ბაღში სკოლამდელ განათლებას 37 აღსაზრდელი იღებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში