კულტურა
24.03.2023 11:30
გორი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

27-30 მარტს, გორში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი გაიმართება, რომელსაც იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი და გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთობლივად წარმოადგენენ.

GMnews-ის ინფორმაციით, ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით, იტალიის კულტურის სამინისტროს და ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ფესტივალის ფარგლებში, სხვა აქტივობასთან ერთად, „თეატრი+ვიდეო“ ჩვენებაც გაიმართება.

თეატრის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩვენებებისთვის გამოყენებულია მასალა ნიდრლანდების სამეფოს კულტურის ფონდ „კავკასიის“ ვიდეო არქივიდან.

კვირის ამბები