გორის მერია მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საჭირო სერვისებზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის ზრდას - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი
„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სრულყოფილი გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია. პროგრესის მიუხედავად, გამოწვევები ისევ მრავლადაა. მუნიციპალიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების გარდა, გორის მერია, კომპეტენციის ფარგლებში, მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს საჭირო სერვისებზე შშმ პირების ხელმისაწვდომობის ზრდას“, - გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე, შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
ცნობისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს გორის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ღირსეული თანაცხოვრების და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.