საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მასშტაბით წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, პროექტები მიმდინარეობს, რომლის დასრულების შედეგად, 500 ათასზე მეტ ბენეფიციარს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება.
უწყება საქართველოს იმ რეგიონების ჩამონათვალსაც ავრცელებს, სადაც აღნიშნული პროექტები უნდა განხორციელდეს და მათ შორისაა გორის მუნიციპალიტეტიც.
ცნობისთვის, საქართველოში დამატებით 200 ათასზე მეტი ბენეფიციარი, რომელსაც არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან წყალმომარაგებაზე, საერთაშორისო სტანდარტების 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
განსახორციელებელი სამუშაოების ღირებულება, ჯამში, 3 მილიარდამდე ლარს შეადგენს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში