საზოგადოება
23.03.2023 12:33
საქართველოში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია გაიხსნება - მედიკამენტების ხარისხის გადამოწმება ადგილზე იქნება შესაძლებელი
„უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელმა ლაბორატორიის გახსნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დაწესებულებაში მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობის საშუალებით მედიკამენტების ხარისხის შესწავლა და მათი კონტროლი მოხდება, რაც წამლების და ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას გამოიწვევს.

„წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მზადაა. ამ ეტაპზე, ტექნიკურ და საორგანიზაციო საკითხებზე ვთანხმდებით, თუ როდის უნდა გაიხსნას დაწესებულება. დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანას აქვს წამლის ლაბორატორია, სადაც მედიკამენტების გადამოწმება მოხდება და საზღვარგარეთ მედიკამენტების ნიმუშების გადაგზავნა მისი ხარისხის დასადგენად აღარ იქნება საჭირო“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
კვირის ამბები