საზოგადოება
23.03.2023 11:11
მეფუტკრეებისთვის დარგობრივი ტრენინგები დაიწყო
სოფლის განვითარების სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ორგანიზებით, მეფუტკრეებისათვის, დარგობრივი ტრენინგები ჩატარდება.

ტრენინგები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ჩატარდება და შემდეგ თემებს მოიცავს: გარემოსდაცვითი ღონისძიებები; მავნებლებთან ბრძოლის თანამედროვე მეთოდების დანერგვა; ფუტკრის დაავადებების იდენტიფიკაცია; დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების გაცნობა/დანერგვა; საფუტკრეებში ჩასატარებელი სეზონური სამუშაოების დაგეგმვა/ჩატარება და საფუტკრეების იდენტიფიკაცია/რეგისტრაციის და მიკვლევადობის აუცილებლობის მნიშვნელობა თანამედროვე მეფუტკრეობაში.

ტრენინგებს მეფუტკრეობის დარგის სპეციალისტები გაუძღვებიან. სწავლება 6 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
გორში მცხოვრები დაინტერესებული პირები სემინარებში მონაწილეობის მისაღებად საკონტაქტო პირს, მალხაზ კოშკაძეს უნდა დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 595 22 11 64.

ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მეფუტკრე-ფერმერებისთვის 27 მარტს გაიმართება.
კვირის ამბები