საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრები საწვრთნელ- მოსამზადებელ შეკრებას მეორე კვირაა გორში გადის.
მთავარი მწვრთნელის, გიორგი იანტბელიძის ხელმძღვანელობით, ეროვნული ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით არის წარმოდგენილი და ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
ევროპის ჩემპიონატს ზაგრები (ხორვატია) 17-23 აპრილს უმასპინძლებს.
ეროვნული გუნდის გაფართოებულ შემადგენლობაში ათამდე გორელი მოჭიდავე ვარჯიშობს, მათ შორისაა მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი გენო პეტრიაშვილი.
ორგანიზატორთა თქმით, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს მოსამზადებელი შეკრება გორში აქამდე არ გაუვლია და ეროვნულ გუნდს ყველა პირობა აქვს შექმნილი ნაყოფიერი საწვრთნელი პროცესის ჩასატარებლად.
საქართველოს ნაკრებთან ერთად, პოლონეთის ნაკრები, ასევე ტიტულოვანი მოჭიდავეებიც ვარჯიშობენ აშშ-დან და ესპანეთიდან.