საზოგადოება
23.03.2023 10:35
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გორში დასუფთავების აქცია მოეწყო
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 20-მდე ლოკაციაზე, მდინარეებისა და წყლის სხვა ობიექტების მიმდებარედ დასუფთავების აქცია გაიმართა. ღონისძიებაში მუნიციპალური ორგანიზაციები საჯარო მოხელეებთან, მოსწავლეებთან და მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქტივობები ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ განხორციელებული კამპანიიის - „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში მოეწყო. ცნობისთვის, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით,

1993 წლიდან ყოველი წლის 22 მარტს აღინიშნება და მისი მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და დაცვას.
კვირის ამბები