იუსტიციის სახლისა და სემეკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეში გახდა შესაძლებელი
იუსტიციის სახლისა და სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ყველა კომუნალური განაცხადის ჩაბარება ერთ სივრცეში გახდა შესაძლებელი.
ელექტროენერგიის, წყალმომარაგების და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ერთი ვიზიტით მიიღონ კომუნალური მომსახურება - ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე, დარეგისტრირდნენ კომუნალური კომპანიების აბონენტებად, გააფორმონ მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა/აღდგენა ან დარიცხვის გადამოწმება.
„ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის და წყლის კომუნალური სერვისების მიღება, ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სახლის 117 ფილიალშია ხელმისაწვდომი. გამონაკლისი მხოლოდ ახალი მომხმარებლის მიერთების/სიმძლავრის გაზრდის განაცხადის გაკეთების შესაძლებლობაა,“ - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.