სპორტი
22.03.2023 13:21
გორელმა მოკრივეებმა 13 საპრიზო ადგილი დაიკავეს
გორის და ვარიანის კრივის სკოლის სპორტსმენებმა ახალციხეში გამართულ ლევან გიორგაძის სახელობის ტურნირზე იასპარეზეს და 13 საპრიზო ადგილი დაიკავეს.
შეჯიბრებაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის 16 ქალაქის 160-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, გორელმა მოკრივეებმა 6 - პირველი, 3 - მეორე და 4 - მესამე ადგილი დაიმსახურეს.

ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის გორის კრივის სპეციალიზებული სკოლიდან პირველი ადგილი თემურ პავლიაშვილმა და ნოდარ მინდიაშვილმა დაიკავა, მეორეზე ლევან ცეცხლაძე და გიორგი კოვზიაშვილი, ხოლო მესამე ადგილზე ნიკა მელანაშვილი და საბა სომხიშვილი გავიდა.

ვარიანის კრივის სკოლიდან პირველი ადგილი საბა ომაძემ, ლუკა ქოქაშვილმა, ზაზა მდინარიძემ და ლუკა ვარდუაშვილმა დაიკავა, მეორეზე ნიკა ხიზანიშვილი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი საბა საბაშვილი და ნიკა სეხნიაშვილი გახდა.
კვირის ამბები