საზოგადოება
22.03.2023 12:37
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გორში ადაპტირებული შუქნიშნები დამონტაჟდა
ქალაქის მასშტაბით ორ ლოკაციაზე (ცხინვალის გზატკეცილის, ტყვიავისა და პუშკინის ქუჩების კვეთაზე; სტალინისა და თამარ მეფის გამზირების კვეთაზე), შშმ პირებისთვის ადაპტირებული შუქნიშნები დაამონტაჟეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ახალი შუქნიშნების დამონტაჟებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო და პროექტის ჯამური ღირებულება 365 115 ლარია.
კვირის ამბები