საზოგადოება
22.03.2023 12:19
22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

ამ დღის დაწესების მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას.

დედამიწას წყლის უზარმაზარი რესურსები აქვს - პლანეტის ზედაპირის 71% წყლითაა დაფარული. ასევე, სწორედ წყალი განაპირობებს იმ ფაქტს, რომ ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე არსებობს, სწორედ ეს უკანასკნელი გამოარჩევს და ხდის უნიკალურს დედამიწას მრავალ სხვა პლანეტას შორის.

მიუხედავად იმისა, რომ წყალს დედამიწის ზედაპირის უდიდეს ნაწილს ფარავს, პლანეტაზე მაინც არსებობს წყლის დეფიციტი, რადგან მხოლოდ 3%-ია სასმელად ვარგისი. ამავე დროს, მაღალი ტემპით მიმდინარეობს მიწების გამოფიტვა და გაუდაბნოების პროცესი, რაც პრობლემას კიდევ უფრო აღრმავებს.

უახლესი კვლევების მიხედვით, მსოფლიოს მასშტაბით 2.2 მილიარდ ადამიანს არ მიუწვდება ხელი უვნებელ წყლის რესურსებზე. ასევე, მსოფლიოს მრავალ რეგიონში სახეზე გვაქვს სასმელი წყლის დეფიციტი.

წყლის დეიფიციტი თავის მხრივ უამრავ პრობლემას წარმოშობს. მათ შორისაა ანტისანიტარია, რომელიც მრავალი დაავადებისა თუ ეპიდემიის გამომწვევი მიზეზია. ასევე, წყლის დეიფიციტი ორგანიზმში იწვევს სერიოზულ დაავადებებს. უახლესი მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით 4500 ბავში იღუპება სასმელი წყლის დეფიციტის გამო, რომელთაგან უმეტესობა 5 წლამდე ასაკისაა.

ყოველივე აქედან გამომდინარე, სასმელი წყლის დეფიციტი მნიშვნელოვან პრობლემას უქმნის მსოფლიოს, ამიტომაც ხდება ისეთ ქმედით ბერკეტებზე მუშაობა, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელი იქნება აღნიშნულ გამოწვევასთან ეფექტური ბრძოლა.  

კვირის ამბები