საზოგადოება
22.03.2023 11:48
გორში პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
გორში, პოეზიის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიებას ცენტრალურმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა.
მეცხრე საჯარო სკოლის უფროსკლასელებმა წაიკითხეს და განიხილეს ქართველი კლასიკოსების და თანამედროვე პოეტების შემოქმედება.

ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, პოეზიის საერთაშორისო დღე 21 მარტს ყოველწლიურად აღინიშნება. თარიღი იუნესკოს 1999 წელს დააარსა, პირველად კი, პარიზში იზეიმეს.
პოეზიის დღის აღნიშვნის ძირითადი მიზანია პოეტური თვითგამოხატვის საშუალებებით ენობრივი მრავალფეროვნების მხარდაჭერა და გაქრობის პირზე მყოფი ენებისთვის განვითარების პირობების შექმნა.
კვირის ამბები