საზოგადოება
22.03.2023 11:37
საზოგადოების აქტიური ჩართულობა ზრდის მმართველობის ხარისხს, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ დაგეგმვისას ვისურვებდი მოსახლეობის უფრო გააქტიურებას - გორის მერი
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეების მონაწილეობა მმართველობის პროცესებში, „სამოქალაქო ბიუჯეტი“ კი ამისთვის საუკეთესო საშუალებაა, - აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა „სამოქალაქო ბიუჯეტი 2022“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

შეხვედრას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზოგადოებას ინფორმაცია, სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის განვითარების ეტაპების და მის ფარგლებში განხორციელებული პროექტების შესახებ, გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ მიაწოდა.

პრეზენტაციის ბოლოს გაიმართა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით შექმნილი ახალგაზრდული კლუბის წევრების დაჯილდოებაც.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის მთავარი არსი ისაა, რომ მოსახლეობა თავად ირჩევს განსახორციელებელ პროექტს.
„უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს, მოქალაქეების ჩართულობის ზრდის მიზნით, ახალგაზრდული კლუბი შეიქმნა. კლუბის წევრები ეხმარებოდნენ მოსახლეობას საინიციატივო წინადადებების მომზადებაში და შედეგიც ბევრად უკეთესი მივიღეთ.
ვინაიდან, საზოგადოების აქტიური ჩართულობა ზრდის მმართველობის ხარისხს, ვისურვებდი, საზოგადოების კიდევ უფრო გააქტიურებას და თვითმმართველობის პროცესებში ჩართვას.
მადლობა ჩვენს მოქალაქეებს და მადლობა ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩართულია „სამოქალაქო ბიუჯეტის“ განხორციელების და განვითარების პროცესში“, - აღნიშნა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.

შეხვედრის ორგანიზატორების ინფორმაციით, გასულ წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მხრიდან წარდგენილი იყო 94 საპროექტო ინიციატივა, განსახორციელებლად კი 37 პროექტი შეარჩიეს.
ცობისთვის, „სამოქალაქო ბიუჯეტი“ გორის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ხორციელდება. პროგრამის წლიური ბიუჯეტი 3 მილიონამდე ლარს შეადგენს.
 
 
 
 
კვირის ამბები