მსოფლიოს ყველაზე ლამაზ ხუთ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა - matadornetwork-ი წერს, სადაც ავტორი ქართული დამწერლობის შესახებ მკითხველს საინტერესო ინფორმაციას აწვდის.
„ძველი წელთაღრიცხვით 2000 წლიდან დღემდე უამრავი დამწერლობა განვითარდა და განადგურდა. გასული 2500 წლის განმავლობაში კი, განსაკუთრებით ლათინური ანბანი გახდა პოპულარული და მოახერხა, რომ გზიდან ჩამოეცილებინა არაერთი სადამწერლობო სისტემა, თუმცა, დღესდღეობით, ორ მილიარდზე მეტი ადამიანი კვლავ სხვა დამწერლობას იყენებს, რომელთაგანაც რამდენიმე ნამდვილად შთამბეჭდავ ხელნაწერ მშვენებას წარმოადგენს“, - ნათქვამია კვლევაში.
მსოფლიოს ხუთი ესთეტიურად ყველაზე მიმზიდველი დამწერლობა ასე გამოიყურება:
- ბირმანული (მიანმარი) – ბირმანული ანბანი მრგვალი ფორმებისაგან შედგება, ასოები აუცილებლად საათის ისრის მიმართულებით უნდა მოიხაზოს.
- ცეილონური (შრი ლანკა) – მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ანბანად ითვლება. მას 50-ზე მეტი ფონემა გააჩნია (ასო-ბგერა), თუმცა, თანამედროვე მწერლობაში მხოლოდ 38 გამოიყენება. ცეილონური დამწერლობა შრი ლანკას 21 მილიონიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტისთვის მშობლიური ენაა.
- ქართული (საქართველო) – თურქეთსა და რუსეთს შორის, მცირე ტერიტორიაზე არსებულ საქართველოს საკუთარი ენა და დამწერლობა აქვს. უკანასკნელ საუკუნეში, რუსეთის მიერ გატარებულმა პოლიტიკამ საქართველოს თავდაპირველი ტერიტორიის ნახევარზე მეტის ანექსია მოახდინა. უფრო მეტიც, მუდმივი ზეწოლა მისი ტერიტორიების მისათვისებლად გამოიწვევს იმას, რომ მომავალში, თანდათან, უფრო და უფრო ნაკლები კავკასიელი ისაუბრებს ქართულ ენაზე. რუსეთის მიერ საქართველოზე გამავალი ნავთობსადენების დაპატრონების სურვილი კი, ადგილობრივი კულტურის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს, რაც ძალიან სამწუხაროა. ქართული ანბანი მეტად დახვეწილია, იგი არაბულსაც წააგავს. მისი ბავშვური სიმარტივე მომრგვალებულ ფორმებში აისახება.
- ტაგალური (ფილიპინები) – ინდო-ევროპული დამწერლობებიდან მომდინარეობს. ესპანეთის კოლონიზაციამ ფილიპინების ოფიციალურ დამწერლობად ესპანური გამოცხადდა, რამაც, სასიკვდილო დარტყმა მიაყენა ტაგალურს. არსებობს საფუძლიანი ეჭვი, რომ ეს დამწერლობა, მალე, იმ 120 ადგილობრივი დიალექტის ბედს გაიზიარებს, რომელიც სრულად მიივიწყა ქვეყნის მოსახლეობამ.
5. ჰანაკარაკა (ინდონეზია) –ბეჭდური მედიის პოპულარიზაციასთან ერთად, ინდონეზიის ხელისუფლებამ მრავალჯერ
სცადა ჰანაკარნაკული ანბანის სტანდარტიზაცია მე-19 და მე-20 საუკუნეებში, თუმცა, მსოფლიო ომის დროს, იაპონიის
ოკუპაციამ შეუშალა ხელი, რა დროსაც დამწერლობად ჰანაკარაკას გამოყენება აიკრძალა.