რჩევები
03.10.2019 15:28
როგორ მოვუაროთ თუთიყუშს

შინაური ცხოველებისა და ფრინველების მოყვარულები დამეთანხმებიან, რომ ნებისმიერი შინაური ცხოველის/ფრინველის მოვლა შრომატევადი საქმეა, მათი შეძენისას არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ფიზიკური თუ მატერიალური შესაძლებლობების გათვალისწინება.

თუ დროის დეფიციტს განიცდით, თუმცა, შინაური ცხოველის ან ფრინველის შეძენა მაინც გსურს, ვფიქრობ, თუთიყუშზე არჩევანის გაკეთება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება. მისი მოვლა საკმაოდ ადვილია, მასთან ურთიერთობა კი სასიამოვნო.

რჩევები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ თუთიყუშის მოვლის დროს:

  • ხშირად უნდა გასუფთავდეს საკვების და წყლის კონტეინერები;
  • რეკომენდირებულია ვოლიერის ყოველდღიურად გასუფთავება;
  • თუთიყუში სპეციალურ საკვებთან ერთად, გამოკვებეთ ხილით და ბოსტნეულით;
  • ვოლიერი არ განათავსოთ სამზარეულოში;
  • ელაპარაკეთ ხშირად, ავარჯიშეთ მისი გონება და ასწავლეთ სახელების დამახსოვრება;
  • რაც მთავარია, ხშირად გამოუშვით თუთიყუში ვოლიერიდან ოთახში.
კვირის ამბები