სპორტი
21.03.2023 15:27
საქართველოს პირველობაზე ქართულ ჭიდაობაში გორელებმა 8 მედალი მოიპოვეს
გორელმა მოჭიდავეებმა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს ხაშურის სპორტულ კომპლექსში გამართულ საქართველოს პირველობაზე 2009-2011 წ.წ. დაბადებულებს შორის ქართულ ჭიდაობაში.

ოქროს მედალი მოიპოვა სოსო ბეგლარიშვილმა (66 კგ.); ვერცხლის მედალს დაეუფლა სანდრო ტეტუნაშვილი (60 კგ.), თორნიკე თვალიაშვილი (66 კგ.), თორნიკე გიუნაშვილი (+66 კგ.); ხოლო ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ ბაქარ გოგაძე (40 კგ.), ტატო საბაშვილი (50 კგ.), დაჩი ბზიშვილი (55 კგ.) და ლუკა ტაბატაძე (66 კგ.).

გამარჯვებული სპორტსმენები გურამ პაპიტაშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის და ძიუდოს კლუბ „გორჯვარის“ წარმომადგენლები არიან.
კვირის ამბები