სპორტი
21.03.2023 14:49
გორელი ძალოსანი ოთო ოქრუაშვილი ღია პირველობის გამარჯვებული გახდა
ზუგდიდში გამართულ საქართველოს ღია პირველობაზე ძალოსნობაში 15 წლამდელებს შორის, პირველი ადგილი გორელმა სპორტსმენმა - ოთო ოქრუაშვილმა (55 კგ.) დაიკავა.

გორელი ძალოსანი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის და სოფელ ზერტის ძალოსნობის სექციის აღზრდილია. მისი მწვრთნელია ზაურ ღონღაძე.

„ძალოსნობა, ჩვენი სასპორტო სკოლის ახალი სპორტული სექციაა და ეს პატარა სპორტსმენებიც სულ ორიოდე წელიწადია რაც ვარჯიშობენ. სამომავლოდაც წარმატებებს ვუსურვებთ გორელ ძალოსნებს, როგორც ქვეყნის შიდა შეჯიბრებებზე, ისე საერთაშორისო ასპარეზზე“, - განაცხადეს გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები