საზოგადოება
21.03.2023 14:45
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა
2012 წლის 21 მარტიდან, ყოველ წელს აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე. თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა.
ამ დღის მიზანი საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

სტატისტიკური მონაცემებით, ტყეები მთელი ხმელეთის 30%-ზე მეტ ნაწილს ფარავს და 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს აერთიანებს, რომელთაგან, ბევრი სახეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.

ტყე ამარაგებს მსოფლიოს მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ადამიანს საკვებით, წყლით და მედიკამენტებით.
„საქართველოს ტყე ქვეყნისთვის განსაკუთრებული ფასეულობის მქონე ბუნებრივი რესურსია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 44%-ს წარმოადგენს. მას უდიდესი ეროვნული, რეგიონალური და გლობალური მნიშვნელობა აქვს “, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მიუხედავად იმისა, რომ ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში (იგულისხმება გლობალური დათბობა), სტატისტიკა აჩვენებს - მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ წელს, 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება.
კვირის ამბები