ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ელჩებს უმასპინძლეს
გორის მუნიციპალიტეტის მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან, მიხეილ შაყულაშვილთან და რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად, დიდი ბრიტანეთის ელჩს, მარკ კლეიტონსა და რუმინეთის ელჩს, რაზვან როტუნდუს შეხვდა.
შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობაზე, საერთო პროექტების განხორციელებასა და კავშირების გაძლიერებაზე იმსჯელეს.
სტუმრებს რეგიონის შესახებ გააცნეს ინფორმაცია. შეხვედრაზე იმ პროექტების შესახებაც ისაუბრეს, რაც უკვე განხორციელდა და განიხილეს სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.
იმსჯელეს რეგიონის აგრარულ, ტურისტულ და ზოგადად, ეკონომიკურ პროტენციალზეც. გარდა ამისა, ხაზი გაუსვა საელჩოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის გამოცდილებას და სამომავლო პესრპექტივებს.
ელჩებმა, თავის მხრივ, მზადყოფნა გამოხატეს რეგიონის მხარდაჭრისა და ასევე სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით.