საზოგადოება
21.03.2023 10:54
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა. თარიღი 2011 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ღირსებისა და უფლებების დაცვას, მათ მონაწილეობას აქტიურ ცხოვრებაში და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ზრდას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველ წელს, მსოფლიოში, 3000-5000-მდე ბავშვი იბადება ამ ქრომოსომული პათოლოგიით. ცნობისთვის, თარიღი პირველად აღინიშნა 2006 წელს.

დაუნის სინდრომის ასოციაციებმა ბრაზილიაში იმუშავეს საერთაშორისო დაუნის სინდრომის ორგანიზაციასთან და მათ წევრებთან ერთად წამოიწყეს კამპანია გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.

რეზოლუცია ამ დღის ოფიციალურად აღნიშვნის შესახებ 2011 წლის ნოემბერში მიიღეს და 21 მარტი გამოცხადდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ.
კვირის ამბები