საზოგადოება
21.03.2023 10:50
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ხვალ, 22 მარტს გორის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები ჩატარდება

გორის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე დასუფთავების აქციებით აღინიშნება.

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოსახლეობას, მონაწილეობა მიიღონ აქციაში და წვლილი შეიტანონ გარემოზე ზრუნვაში.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით (ქალაქი გორი და ადმინისტრაციული ერთეულები), აქტივობები 22 მარტს მდინარეების ნაპირებთან და წყლის სხვა ობიექტებთან გაიმართება.

ღონისძიება „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ მიერ განხორციელებული კამპანიიის - „ლურჯი ნაკადული“ ფარგლებში იმართება.

„წყალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დედამიწაზე არსებული ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. საქართველოში, სულ, 26 060 მდინარე და 860 ტბაა. მტკნარი მიწისქვეშა წყლების ბუნებრივი მარაგი დაახლოებით 18 000 მლნ. მ3-ია“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს დასუფთავების აქციაში, უნდა დარეკოს ტელეფონის ნომერზე: 599 85 17 88.

ცნობისთვის, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 1993 წლიდან ყოველ წელს - 22 მარტს აღინიშნება.

კვირის ამბები