რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული ევროპის ჩემპიონატი 23 წლამდელებს შორის გორელმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა - გოგა ოთინაშვილმა და დავით ფაცინაშვილმა ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ოთინაშვილი, რომელიც 65 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ ჰამზა ზოპალს დაუპირისპირდა და ანგარიშით 12:6 სძლია. რაც შეეხება დავით ფაცინაშვილს (59 კგ.), მან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ავსტრიელი სპორტსმენი ბენედიქტ ჰუბერი ანგარიშით 10:0 დაამარცხა. ოთინაშვილის და ფაცინაშვილის გარდა, ჩემპიონატზე კიდევ ერთი გორელი სპორტსმენი, მერაბ სულეიმანიშვილი ასპარეზობდა, თუმცა, იგი მედლის გარეშე დარჩა.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის წარმომადგენელია. ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარე წლის 17-18 მარტს გაიმართა.
ინფორმაცია დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო პარტნიორებს