საქართველოს განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის.
ახალი მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.
გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
რაც შეეხება მის წინამორბედს, მიხეილ ჩხენკელს, განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა, უწყებას მაშინ მხოლოდ 8 თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში