კულტურა
20.03.2023 12:19
„ქეიფი სოლოლაკში“ - მორიგი პრემიერა გ. ერისთავის სახელობის თეატრში 28-29 მარტს გაიმართება

გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრის მიერ დაანონსებული პრემიერის თარიღი ცნობილია.

მაყურებელი ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ პიესას 28-29 მარტს იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე - შველიძეა.

„ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სპექტაკლში თეატრის დასი თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობს.

 

 

კვირის ამბები