20 მარტს, გორის ცენტრში, თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი ბრიტანეთის და რუმინეთის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოებად ორი წლის ვადით არჩევა აღინიშნება.
ღონისძიებას დაესწრებიან დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩი რაზვან როტუნდუ.
საკონტაქტო საელჩოების ქსელი 90-იანი წლების დასაწყისში დაარსდა, როგორც ნატოსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერის ფორმა.
ამ პერიოდში დაგეგმილია საქართველოში სხვადასხვა პროექტის განხორციელება.
დაინტერესებულ პირებს სწორედ დაგეგმილი ღონისძიებებისა თუ პროგრამების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში