გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, საინფორმაციო კამპანიის „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა.
საჯარო მოხელეებმა მიიღეს ინფორმაცია კომუნიკაციების სფეროში როგორც საკუთარი უფლებების, ასევე კომპანიების ვალდებულებების, მომხმარებელთა განცხადება/საჩივრების წარდგენის, განხილვის წესების და ვადების შესახებ.
შეხვედრას მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.
„მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური ცნობიერების ამაღლების მიზნით, მსგავს ღონისძიებებს საქართველოს მასშტაბით მართავს. ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, შეხვედრის მონაწილეებს საჭირო ინფორმაცია მივაწოდეთ. ჩვენი სამსახური მზადაა, სრულიად უფასოდ, ნებისმიერ პირს გაუწიოს საჭირო დახმარება/კონსულტაცია, იმ შემთხვევაში თუ საკომუნიკაციო კომპანიების მხრიდან ირღვევა აბონენტის უფლებები“, - აღნიშნა სამსახურის ხელმძღვანელმა გვანცა ჩხაიძემ.
ცნობისთვის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურთან დაკავშირება მოქალაქეებს შეუძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: momkhmarebeli. comcom. ge