„ჩვენ - 30 ამბავი“ - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გამოფენას უმასპინძლებს
21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით, გამოფენა - „ჩვენ - 30 ამბავი“ გაიხსნება.
გამოფენას სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 21-დან 28 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.
ღონისძიება პროექტის - „ბავშვები სტერეოტიპებით არ იბადებიან“ ფარგლებში იმართება და საქართველოში „შვედური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით, „გლადა ჰუდიკ თეატრი“ ახორციელებს.
ორგანიზატორთა თქმით, პროექტის მიზანია, ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპული აზროვნების, ხედვის და დამოკიდებულების შეცვლა, ასევე საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა.
გამოფენის გახსნის ცერემონია 21 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.